მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნა
21 მარ 2019
 

მარნეულის მუნიციპალიტეტს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ნოვრუზის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას პირადად მიულოცა.

პრემიერ - პრემიერთან ერთად, დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოში თურქეთის ელჩი  ფატმა სერენ იაზგანი,  საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი და სხვა მოწვეული სტუმრები.

მუნიციპალიტეტში სტუმრად მყოფ პირებს მარნეულის ადგილობრივმა ხელისუფლების პირველმა პირებმა, მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, მოადგილემ ლაჟა ლობჯანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა ნავერიანმა უმასპინძლეს.

სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამ დღისთვის ცენტრალურ ქუჩაზე  სახელდახელოდ მოწყობილი პავილიონები, ეთნოკუთხეები დაათვალიერეს, დააგემოვნეს ტრადიციული ტკბილეულის სუფრა, მოინახულეს სპორტული ასპარეზობები და დაესწრნენ ღონისძიებას, რის შემდეგაც სცენაზე გადაინაცვლეს და მოსახლეობას, ნოვრუზის დღესასწაული მიულოცეს.

ღონისძიების დასკვნითი ნაწილი საკონცერტო პროგრამას დაეთმო, სადაც მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, როგორც ადგილობრივი ასევე, მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები და სოლო შემსრულებლები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5792
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1947
სექ 19 სამ 2023
2215
ივლ 05 ოთხ 2023
2338
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930