მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტური პროგრამა მარნეულში
15 მარ 2019
 

ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტურ პროექტს იწყებენ, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი სათბური ეფექტის მქონე აირების ნაგავსაყრელებზე წარმოქმნის შემცირება და იმ მწვანე ნარჩენების გამოყენება, რაც რეგიონული ნაგავსაყრელების 50% იკავებს.

პილოტური პროექტი ეხმარება მარნეულის კომპოსტირების საწარმოს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მუნიციპალური ორგანიზაციებისგან მწვანე ნარჩენების შეგროვების გაუმჯობესებაში. კერძოდ, შეძენილ იქნა 30-ზე მეტი 1,100 ლიტრიანი კონტეინერი მარნეულის  სხვადასხვა ადგილებში განსათავსებლად. აგრეთვე, შეძენილ იქნა 12 ლიტრიანი 120 კონტეინერი, რომლებიც დარიგდება სამიზნე ოჯახებსა და საბავშვო ბაღებში სამზარეულოს მწვანე ნარჩენების შესაგროვებლად.

პილოტური პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაურ დარგალი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და მოწვეული სტუმრები.

სტუმრებმა დაათვალიერეს მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო და დაესწრნენ გადამუშავებისა და კომპოსტის შექმნის პროცესს. ასევე, დელეგაცია იმყოფებოდა ქალაქ მარნეულის N3 საბაშვო ბაღში სადაც აღსაზრდელებს სიმბოლურად დაურიგეს ზურგჩანთები სლოგანიოთ “გარემოს ქმნი შენ“ და საბავშვო ბაღს საჩუქრად გადასცეს კონტეინერები სამზარეულოს მწვანე ნარჩენების შესაგროვებლად.

პილოტური პროექტი მომზადდა და ხორციელდება ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მარნეულის კომპოსტირების საწარმოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6032
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1724
სექ 19 სამ 2023
1970
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031