მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა იწყება
22 ნოემ 2018
 

დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორთან  შოთა რეხვიაშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, გუბერნიისა და  თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსახლეობამ, უწყების წარმომადგენლებისგან, პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის სამობილიზაციო სამუშაოებს დეკემბერში დაიწყებს. სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება. ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და აზერბაიჯანულ კომპანია ,,Akelik Group ‘’ -ს შორის მოეწერა. ამ დროისთვის, მარნეულის მოსახლეობის 83 პროცენტს სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება წყალარინების ინფრასტრუქტურას, დღეის მდგომარეობით, სოფელ ყიზილაჯლოში კანალიზაციის სისტემა არ არსებობს, მარნეულში მოსახლეობის დაახლოებით 25 და ბოლნისში - 40 პროცენტი სარგებლობს წაყალარინების ინფრასტ

რუქტურით. პროექტის დასრულების შემდეგ, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს 38 000-მდე მოსახლე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურისა და სამი ახალი რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. ასევე, ახალი საკანალიზაციო მილების მოწყობა (121კმ) და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა. პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” განახორციელებს. კომპანია 2011 წლის მაისში შეიქმნა. მის ძირითად საქმიანობას წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობა, მელიორაცია, ჰიდრავლიკური სტრუქტურების, ასევე, ხიდებისა და გზების მშენებლობა წარმოადგენს. აღნიშნული კომპანია საკმაოდ ფართო გამოცდილებას ფლობს მსგავსი პროექტების განხორციელების კუთხით. პროექტის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4751
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1939
სექ 19 სამ 2023
2198
ივლ 05 ოთხ 2023
2325
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930