მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქალაქ მარნეულში ახალი სკოლა „მომავალი“ გაიხსნა
26 ოქტ 2018
 

დღეს, 26 ოქტომბერს, ქალაქ მარნეულში ახალი სკოლა „მომავალი“ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ ნავერიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დურსუნ ჰასანოვი, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი დესისლავა ივანოვა.

აღსანიშნავია, რომ ახლადგახსნილ სკოლაში მოწყობილია თანამედროვე ინფრასტრუქტურა და შესაბამება თანამედროვე საერთაშორის სტანდარტებს.

სკოლის საზეიმო გახსნას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი, საგანმანთლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ქენან ომაროვი თანამშრომლებთან ერთად, მარნეულის სხვადასხვა სკოლი პედაგოგები, მშობლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

სკოლა „მომავალი“ დაფუძნებულია შპს საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო სწავლების სამივე საფეხურზე თანამედროვე, მაღალი აკადემიური სტანდარტის სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნას და მრავალეთნიკური ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში ეფექტური ინტეგრირებისთვის მოტივირებული ახალგაზრდების აღზრდას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4832
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1717
სექ 19 სამ 2023
1964
ივლ 05 ოთხ 2023
2139
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031