მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში გარემოსდაცვითი აქცია გაიმართა
17 ოქტ 2018
 

დღეს, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა, „ორქისი“-მა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით , ქალაქ მარნეულში, ქობულეთის ქუჩაზე გარემოსდაცვითი აქცია გამართა, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა აღნიშნულ ქუჩაზე არსებული არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელი, რომლის შემდგომაც მოხდა დასუფთავებულ ნიადაგში შესაბამისი სორბენტის შერევა.

გარემოსდაცვით ღონისძიებაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მონაწილეობდა.

აღნიშნული აქციის მიზანს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

აღსანისნავია, რომ მსგავსი აქციები ორგანიზაცია „ორქისი“-ის მიერ ქალაქ მარნეულში და მის შემოგარენში, მომავალშიც იგეგმება, რომელიც არამარტო არაკონტროლირებადი ნაგავსაყრელების დასუფთავების ღონისძიებებს, არამედ აღნიშნული ტერიტორიების გაჯანსაღებასა და გამწვანებას მოიცავს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4720
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1712
სექ 19 სამ 2023
1959
ივლ 05 ოთხ 2023
2132
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031