მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ღვინის ფესტივალი მარნეულში „ღვინობისთვე 2018“
12 ოქტ 2018
 

დღეს,  მარნეულის მუნიციპალიტეტში,  როგორც ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიურ ცენტრში, ქართული ღვინის დღეების ფარგლებში ღვინის ფესტივალი - „ღვინობისთვე 2018“ გაიმართა. 

ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. სპეციალურად ამ დღისთვის   საღონისძიებო სივრცე გაფორმდა  შესაბამისი დეკორაციებითა და საშემოდგომო რეკვიზიტებით.  ღონისძიების ფარგლებში  მოეწყო ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიების, მცირე და ოჯახური მარნების  პროდუქციის გამოფენა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო  სოფლის ნობათიც. მოსულ სტუმრებს დაგემოვნება/დეგუსტაციის პარალელურად პროდუქციის ადგილზე ყიდვის საშუალებაც ჰქონდათ.

საზეიმო ვითარებაში ტრადიციულად საწნახელში დაიწურა ღვინო.

საღონისძიებო სივრცეში თავისი კუთხით წარმოდგენილი იყო შულავერში მდებარე სტუდია „ჰობი ჰაუსის“ ნამუშევრები, ახალგაზრდა ხელოვანის თიხის ხელნაკეთი ნივთები  და სხვადასხვა ხელოვანთა  დეკორატიული ნამუშევრები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ ნებისმიერ აქტივობაში - ეს იქნებოდა თიხის  დამუშავების მასტერკლასი, ქართული შოთის  გამოცხობის პროცესი  თუ სხვა.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ქვემო ქართლის მხარისა და მუნიციპალიტეტის  პირველმა პირებმა გახსნეს. მაყურებლის წინაშე სიტყვით წარსგნენ ქვემო ქართლის რწმუნებული გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი  ზაურ ტაბატაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე,  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე   ანდრო ასლანიშვილი   და სხვა მოწვეული სტუმრები.

დღევანდელ ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები  თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი.  გუბერნატორის მოადგილე  კახაბერ  კობერიძე და ზაურ დარგალი, მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, მეზობელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი  სტეფან ბატიუკი  და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიებაზე  მაყურებლის წინაშე ქართული ტრადიციული რეპერტუარით წარსდგა   კულტურის სახლთან არსებული   მომღერალთა გუნდი "ჰუჯაბი".

ღვინის ფესტივალი - „ღვინობისთვე 2018“ ადგილობრივი თვითმმართველობის  ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

დღესვე, მხარის პირველმა პირებმა,  თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად  იმირის მახლობლად მდებარე  ე.წ „გადაჭრილი გორაც“ მოინახულეს. ისინი გაეცნენ ჩატარებულ სამუშაოებს, შეაფასეს ამჟამინდელი მდგომარეობა და განიხილეს ძეგლის განვითარების  სამომავლო სტრატეგია.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში იმირის გადაჭრილ გორაზე 2015 წლიდან  დღემდე მიმდინარეობს   მნიშვნელოვანი არქეოლოგიური სამუშაოები, არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული უძველესი ღვინის ჭურჭელი. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის ნაწილაკები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.

არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა.

სამუშაოებში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი ისე კანადელი არქეოლოგები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5131
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1921
სექ 19 სამ 2023
2164
ივლ 05 ოთხ 2023
2296
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930