დღეს, საზეიმო ვითარებაში კიდევ ერთი ახალი საბავშო ბაღი გაიხსნა მარნეულის მუნიციპალიტეტში. ახლადაშენებული ბაღის შენობა, ამჯერად სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის აღსაზრდელებს მოემსახურება.
150 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის შენობა ორსართულიანია, რომლის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა თამანედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ზაურ ტაბატაძე, ამირან გიორგაძე და მამუკა ნავერიანი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.
საზეიმო გახსნაზე ასევე იმყოფებოდნენ ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლებთან ერთად, პედაგოგები და აღსაზრდელების მშობლები.
გარდა შენობისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზოც. ბაღის ტერიტორია შემოიღობა ლითონის მესერით, კერამიკული ფილით მოპირკეთდა შენობამდე მისასვლელი ბილიკები, მოეწყო გამწვანების ზოლი და დამონტაჟდა გარე განათებები.
სოფელ სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ამ დრომდე არარსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, გამომდინარე აქედან, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება, ვინაიდან სკოლამდელი განათლება სადახლოს მცხოვრები ყველა ოჯახისთვის დღეიდან ხელმისწავდომი გახდა.
სიახლეები
მარნეულში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
09 ოქტ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4501
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
335
აპრ 22 ოთხ 2020
15536
აპრ 22 შბ 2017
28723
იან 09 ორშ 2017
28313
აგვ 30 სამ 2016
30335
აგვ 27 შბ 2016
29627
სექ 02 პარ 2016
28012
აგვ 26 პარ 2016
27521
აგვ 30 სამ 2016
25688