4 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძეს, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ორგანიზაცია CENN წარმომადგენლებს შეხვდა.
მოგახსენებთ, რომ ორგანიზაცია CENN, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს პროექტს: „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“, რომლის მიზანია საქართველოს სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის შემცირების, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, WASH (წყლის,სანიტარიისა და ჰიგიენის) სტანდარტების დამკვიდრების და ადგილობრივ მოსახლეობისა და სხვა დაინტერესბული მხარეების ცნობიერების ამღლების გზით და ხელშესახები ცვლილებების მიღწევა ფიზიკური ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური ქცევითი სტანდარტები სფეროში.
აღსანიშნავია, რომ სასმელი წყლის სანიტარიისა და ჰიგიენის სფეროში არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრისათვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს CENN -თან.
WASH საკითხების (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) მოგვარების მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღში განხორციელდება ერთობლივი საპილოტე პროექტები, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება სასმელი წყლის ავზები და დამონტაჟდება ფილტრები, გარემონტდება ბაღის ორი ჯგუფის შიდა ინტერიერი.
სამომავლო გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც, რომელიც ინიცირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე CENN-ის პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში.
2018 წელს ჩამოყალიბდა მარნეულის მუნიციპალიტეტის WASH საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შედიან ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. საბჭო სამომავლოდ აქტიურ მონაწილეობას მიიღებს WASH საკითხების მოგვარებაში და არაფორმალურ საგანმანათლებლო პროგრამებში.
სიახლეები
შეხვედრა ორგანიზაცია CENN წარმომადგენლებთან
04 ოქტ 2018
მნახველთა რაოდენობა: 3531
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
419
აპრ 22 ოთხ 2020
15589
აპრ 22 შბ 2017
28811
იან 09 ორშ 2017
28371
აგვ 30 სამ 2016
30379
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28079
აგვ 26 პარ 2016
27584
აგვ 30 სამ 2016
25724