დღეს, 2 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ მარნეულის №6 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას, ლიტერატურულ–დრამატულ კომპოზიციას - „დაგვიანებული აღსარება“-ს დაესწრნენ.
ღონისძიება, საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ დღეს - აფხაზეთის დაკარგვას მიეძღვნა, რომელსაც გამოეხმაურნენ, მე-X კლასის მოსწავლეები და თავიანთი დამოკიდებულება, მიწვეული სტუმრების წინაშე, თეატრალური წარმოდგენით გამოხატეს.
მათ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების, ფოტო და ვიდეო მასალების მოძიებისა და შესწავლის შემდეგ, სცენაზე გააცოცხლეს ქართულ-აფხაზური, ისტორიული ერთიერთობის სურათები, საერთო ტკივილის, მონატრების, პატიებისა და გარე ძალების ჩარევის შედეგად ჩატეხილი ხიდის გამთლიანების სურვილი.
აღსანიშნავია, რომ ლიტერატურულ - დრამტულ წარმოდგენაში მონაწილეობას იღებდნენ მე–6 საჯარო სკოლის სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეები, რომლებიც ფიქრობენ სასიკეთოდ შეცვალონ ისტორია და ღირსეულად ემსახურან თავიანთ სამშობლოს.
დღევანდელ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მარნეულის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
სიახლეები
№6 სკოლაში ქართულ-აფხაზური ურთიერთობები გაიხსენეს
02 ოქტ 2018
მნახველთა რაოდენობა: 4720
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
297
აპრ 22 ოთხ 2020
15495
აპრ 22 შბ 2017
28682
იან 09 ორშ 2017
28281
აგვ 30 სამ 2016
30302
აგვ 27 შბ 2016
29590
სექ 02 პარ 2016
27977
აგვ 26 პარ 2016
27478
აგვ 30 სამ 2016
25655