მარნეულის მუნიციპალიტეტმა, ბოლნისში გამართულ „ბოლნისქალაქობა 2018“–ის სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ისტორიულ უბანში, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად ეთნოგრაფიული კუთხე წარმოადგინა. იქვე მოეწყო ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის გამოფენა-გაყიდვაც.
ბოლნისქალაქობის დღესასწაულზე, მარნეულიდან ასევე მონაწილეობდნენ სოფელ შულავერში მდებარე „Studio Hobby Hause“-ის წარმომადგენლებიც.
სახალხო დღესასწაულზე იმყოფებოდნენ, ქვემო ქართლის გუბერნიის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტში ქვემო ქართლის წარმომადგენელი მაჟორიტარი დეპუტატები, გუბერნატორის მოადგილეები და მუნიციპალიტეტების პირველი პირები.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მოღვაწე შემოქმედებითმა ჯგუფებმა ქართული ტრადიციული, მრავალფეროვანი, მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
„ბოლნისქალაქობა 2018“-ის ფარგლებში, გამოვლინდნენ მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები, რომლებიც ბოლნელმა მთავარეპოსკოპოსმა, მეუფე ეფრემმა და მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს.
სიახლეები
მარნეულმა „ბოლნისქალაქობა 2018“ –ის დღესასწაულში მიიღო მონაწილეობა
01 ოქტ 2018
მნახველთა რაოდენობა: 3878
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
335
აპრ 22 ოთხ 2020
15536
აპრ 22 შბ 2017
28723
იან 09 ორშ 2017
28313
აგვ 30 სამ 2016
30335
აგვ 27 შბ 2016
29627
სექ 02 პარ 2016
28012
აგვ 26 პარ 2016
27521
აგვ 30 სამ 2016
25688