მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში სასათბურე მეურნეობა - შპს „მზა ჩითილი“ გაიხსნა
23 თებ 2018
 

სახელმწიფოს ხელშეწყობით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა - შპს „მზა ჩითილი“ გაიხსნა.
მეურნეობაში, სადაც 30 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 30 მილიონი ჩითილის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
კომპანია პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1 584 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 442 000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.
კომპანია „მზა ჩითილი“ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით ქართველ ფერმერებს მოამარაგებს დიდი რაოდენობის ჯანსაღი და ხარისხიანი ბოსტნეულის და ყვავილების ნერგებით. ანალოგიური საწარმო ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ არსებობდა და ქართველ მეწარმეებს მსგავსი ჩითილების შეძენა მხოლოდ უცხოეთიდან უწევდათ.
სასათბურე მეურნეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მისმა მოადგილემ მამუკა ნავერიანმა, პარლამენტის წევრმა რუსლან გაჯიევმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა, თვითმმართველობის სხვა ხემძღვანელმა პირებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს. ღონისძიებას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპისი მეუფე გიორგი.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6947
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1717
სექ 19 სამ 2023
1964
ივლ 05 ოთხ 2023
2137
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031