მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში „გადაჭრილი გორა“-ზე სამუშაო შეხვედრა მოეწყო
23 თებ 2018
 

სოფელ იმირში მდებარე ნეოლითის ხანის არქეოლოგიურ ძეგლის - „გადაჭრილი გორა“-ს კონსერვაციისა და ადგილზე ვიზიტორთა ცენტრის განვითარების გეგმის თაობაზე აქტიური მუშაობა მიმდინარებს.
ძეგლის მოვლა-შენახვისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების  საკითხზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი  და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ადგილობრივი თვითმმართველობა  ერთობლივად მუშაობენ.
 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ძეგლზე გასვლითი სამუშაო შეხვედრა 22 თებერვალს მოეწყო, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მოადგილეებთან  ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად,  საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და ტორონტოს უნივერსიტეტის წარმომადგენელები იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე გაეცნენ  ჩატარებულ სამუშაოებს, შეაფასეს ამჟამინდელი მდგომარეობა, განიხილეს ძეგლის განვითარების სტრატეგია და დაგეგმეს 2018 წლის არქეოლოგიური სამუშაოები.
ძეგლის არქეოლოგიურ შესწავლას საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ტორონტოს უნივერსიტეტი 2016 წლიდან ერთობლივად ახორციელებენ. აქვე ფუნქციონირებს საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, სადაც პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას იძენენ როგორც კანადელი, ისე ქართველი სტუდენტები. პროგრამის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი მეცნიერებების - საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების, მათ შორის არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და პალეობოტანიკის პოპულარიზაცია.
ამ ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კვლევის შედეგად დასტურდება, რომ აქ მოსახლე ტომები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000-5800 წლებში, ე.ი. 8000 წლის წინ აყენებდნენ.
2014 წლიდან, „ასოციაცია ქართული ღვინო"-ს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ პროექტს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა".
საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივი არქეოლოგიური სამუშაოები გრძელვადიან პარტნიორობას გულისხმობს, რომელიც 2018 წლის მაისიდან კვლავ განახლდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3626
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1916
სექ 19 სამ 2023
2155
ივლ 05 ოთხ 2023
2290
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930