მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებთან
16 თებ 2018
 

15 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი მოადგილეებთან  და საკრებულოს  თავმჯდომარე  ამირან გიორგაძესთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს ქეთი მახარაშვილს, სკოლის ადმინისტრაციის და რეგიონალური სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებმა თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს დეტალურად გააცნეს  სკოლაში არსებული პროგრამები და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს  თვითმმართველობაში დასაქმებულ პირთა პროფესიული დონის ამაღლებაზე, სადაც ასევე გამახვილდა ყურადღება საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით საჭიროებების გამოვლენაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3754
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1913
სექ 19 სამ 2023
2150
ივლ 05 ოთხ 2023
2286
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930