მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერმა სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა მოინახულა
07 თებ 2018
 

6 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან გიორგაძესთან, მოადგილეებთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები მოინახულა.
მოგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტს  ამ დრომდე არ გააჩნდა სპეციალიზებული სასწრაფო სამედიცინო ცენტრის შენობა, გამომდინარე აქედან  სამედიცინო  სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ჩიხში აშენდება ახალი  სამედიცინო დახმარების ცენტრი. პროექტის მიხედვით, ცენტრის შენობა ერთსართულიანი იქნება, რომელიც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს   მიიღონ  სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი. მშენებლობა  მიმდინარე წელს  დასრულდება. ცენტრის მშენებლობისთვის გამოყოფილია 152 000 ლარი, აქედან  95%- სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო  5 -% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიხარჯება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4057
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1921
სექ 19 სამ 2023
2164
ივლ 05 ოთხ 2023
2296
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930