მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მერმა დიდი მუღანლოს სკვერი მოინახულა
30 იან 2018
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სოფელ დიდ მუღანლოში ახლად დასრულებული სკვერი მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

ინფრასტრუქტურული პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის ინიციატორიც ხანლარ მუსტაფაევი იყო. პროექტის ფარგლებში მოეწყო სამი ფანჩატური, დამონტაჟდა განათებები და მოეწყო ფანჩატურამდე მისასვლელი ბილიკები.

პროექტის განსახორციელებლად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, რომლისთვისაც 37 093 ლარი დაიხარჯა.
თემურ აბაზოვი სკვერში შეკრებილ მოსახლეობასაც გაესაუბრა, მოისმინა საჭიროებები, გააცნო მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი პროექტები და არსებული პრობლემების კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაპირდა.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 201
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2018 თებერვალი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728