მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

20 იანვრისადმი მიძღვნილი ღონისძიება
19 იან 2018
 

20 იანვრისადმი მიძღვნილი ღონისძიება 18 იანვარს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, საქართველოში, აზერბაიჯანის საელჩოში გამართულ 1990 წლის 20 იანვარს დატრიალებული ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტო გამოფენა და ფილმის ჩვენება, რომელსაც ესწრებოდნენ აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მოადგილე მამუკა ნავერიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი, მახირ დარზიევი და სხვა მოწვეული სტუმრები. მოგეხსენებათ, 1990 წლის 20 იანვარი აზერბაიჯანის ისტორიაში ერთ–ერთ ტრაგიკული დღეა, რომელიც ისტორიაში „შავი იანვრის“ სახელით შევიდა – ბაქოში მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას მოითხოვდა, საბჭოთა არმიამ დაარბია. შეხვედრაზე აზერბაიჯანელ გმირებთან ერთად ასევე, საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი აქციის დარბევისას დაღუპული გმირები გაიხსენეს. ღონისძიება აზერბაიჯანის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3905
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1931
სექ 19 სამ 2023
2189
ივლ 05 ოთხ 2023
2317
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930