მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადაეცათ
30 დეკ 2017
 

29 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, მოადგილესთან ლაშა ლობჯანიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანთან ერთად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცეს და დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ საახალწლო ნობათი, ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით წელს 0–დან 15 000 ქულამდე მინიჭებულ 300 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა 17 500 ლარი.
ასევე, წელს წინა საახალწლოდ მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოიყო 59 900 ლარი და საახალწლოდ ფულადი თანხა 100 ლარის ოდენობით ჩაერიცხათ უსინათლო, მუნჯ და სმენა დაქვეითებულ პირებს, ობოლ ბავშვებს, დევნილ ოჯახებს, ასევე, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ოჯახებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 194
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2018 იანვარი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    293031