მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა სკოლამდელი დაწესებულებების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ
25 დეკ 2017
 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ორგანიზებით, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობებისა და ახალი ეროვნული სტრატეგიის გაცნობის მიზნით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ორდღიანი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საინფორმაციო შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტიდან, მერი თემურ აბაზოვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, თვითმმართველობის სხვა თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ.
აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის გამართული საინფორმაციო სესიები მოიცავდა  მათი წარმომადგენლების უკეთ ინფორმირებას, კანონის დებულების, სტრატეგიის შინაარსის და გასატარებელი ღონისძიებების გაცნობიერებას.
საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, ორდღიანი სამუშაო ფორმატის მნიშვნელობასა და კანონის იმპლემენტაციის ეტაპებზე ესაუბრა.
შეხვედრა პრეზენტაციებით და დისკუსიების რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც დასმულ შეკითხვებს კომოპეტენტური პირების მიერ, ამომწურავი პასუხები აგეცა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3839
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1945
სექ 19 სამ 2023
2211
ივლ 05 ოთხ 2023
2336
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930