16 დეკემბერს, ქალაქ მარნეულში, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ა. ღვამიჩავას ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) ონკოპრევენციის ცენტრისა და მარნეულის მერიის ურთიერთთანამშრომლობით უფასო სამედიცინო გასინჯვები ჩატარდა.
ასევე მოეწყო პრეზენტაცია ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის უფლებისა და ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, ადრეული დიაგნოსტირებისა და დროული მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ.
სამედიცინო ღონისძიების ფარგლებში, მარნეულის მერიასა და უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთმოლაპარაკების, საფუძველზე გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს 10℅-იან ფასდაკლებას, მარნეულის მოსახლეობისთვის, აღნიშნულ კლინიკაში, ამბოლატორიულ მომსახურებაზე. მომსახურება გაეწევათ მსურველებს „მიმართვის ფორმის“ საფუძველზე, რომელიც გადმოეცემა მერიას. მიმართვის ფორმის აღება დაინტერესებულ მოსახლეობას „ქალთა ოთახიდან“ შეეძლებათ.
სამედიცინო აქციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მუნიციპალიტეტის მერს, საქართველოს ონკოლოგიის, კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მხარდაჭერისთვის, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, რემა ღვამიჩავამ, ამავე ცენტრის მეგობართა კლუბის სახელით, მადლობის სიგელი გადასცა.
სამედიცინო აქცია, ქალაქ მარნეულში კლინიკა „პროფესორში“, - "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" პროექტის- "ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება მათი სამედიცინო უფლებების, „ონკოლოგიური სიფხიზლის“ კრიტიკული მნიშვნელობის კუთხით"- ფარგლებში გაიმართა.
სიახლეები
მარნეულში სამედიცინო აქცია გაიმართა
18 დეკ 2017
მნახველთა რაოდენობა: 4322
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
344
აპრ 22 ოთხ 2020
15545
აპრ 22 შბ 2017
28736
იან 09 ორშ 2017
28321
აგვ 30 სამ 2016
30343
აგვ 27 შბ 2016
29637
სექ 02 პარ 2016
28021
აგვ 26 პარ 2016
27529
აგვ 30 სამ 2016
25696