მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა პროექტის „ქალები ქალებისთვის“ მონაწილეებთან
06 დეკ 2017
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტ “ქალები ქალებისთვის” ჩართულ ქალბატონებს შეხვდა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მისი მოადგილე მამუკა ნავერიანი და მერიის თანამშრომლები, სამცხე–ჯავახეთის მედია ცენტრის დირექტორი მარინა კუპატაძე და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი ეკა იმერლიშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელებმა და ქალთა სამოქალაქო საბჭოს წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ის პრობლემები, რომელიც ქალებთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს ქალბატონების მიერ დასახელებული პრობლემები და კომპეტენციის ფარგლებში მოგვარებას დაჰპირდნენ. სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტ „ქალები ქალებისათვის“ ფარგლებში შეიქმნა ქალთა სამოქალაქო საბჭო, რომელშიც მარნეულიდან სამი ქალი გაერთიანდა. მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 შეხვედრა ჩატარდა რომელშიც მონაწილეობა 100- მდე ქალმა მიიღო. შეხვედრების დროს გამოიკვეთა ადგილობრივ თემებში მცხოვრები ქალების საჭიროებები და პრობლემის პრიორიტეტებად განსაზღვრა. პროექტი მიზნად ისახავს ქალთა საჭიროებების გამოვლენას და მათ გაცნობას მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირებისთვის, რათა ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნას თემში არსებული საჭიროებები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4178
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1724
სექ 19 სამ 2023
1970
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031