მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფლის ექიმის პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
07 დეკ 2017
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში  სოფლის ექიმის პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი ბესიკ ტეფნაძე, ამავე სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსი მამუკა შუბითიძე და  მერიის ჯანდაცვის,  სოც.უზრუნველყოფის, კულტურის და სპორტის სამსახურის წარმომადგენლები გიორგი მეურმიშვილი და დავით აროშიძე ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა,  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში,  სოფლის ექიმის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის, ურთიერთკოორდინირებული მუშაობის  აუცილებლობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით,  სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, ბენეფიციარებისთვის, სოფლის ექიმის  სერვისის სრულყოფილად მიწოდების პროცესში, ადმინისტრაციულ ერთეულებში,  მერის წარმომადგენლების ჩართულობაზეც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მხარეები, შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5973
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1942
სექ 19 სამ 2023
2207
ივლ 05 ოთხ 2023
2331
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930