მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის მერმა ორი მოადგილე წარადგინა
01 დეკ 2017
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა მერიის თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა.
მერმა პირველ მოადგილედ ზაურ ტაბატაძე დაასახელა, მეორე მოადგილის ადგილი კი ლაშა ლობჯანიძემ დაიკავა. რაც შეეხება მესამე მოადგილეს მისი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ზაურ ტაბატაძე წლების განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ლაშა ლობჯანიძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ამ დრომდე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსად მუშაობდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეების წარდგენას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4373
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1945
სექ 19 სამ 2023
2211
ივლ 05 ოთხ 2023
2336
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930