მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულის ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა
13 ნოემ 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, თემურ აბაზოვი დღეიდან უფლებამოსილების განხორცილებას შეუდგა. ახალმა მერმა პირველი სამუშაო დღე, თვითმმართველობის თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო, სადაც დამსწრეებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და წარმატებები უსურვა. მერთან შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატები თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი და საკრებულოს წევრი ამირან გიორგაძე. „მიმაჩნია, რომ თითოეული პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მერიის წარმატების მუშაობისთვის, რომელიც საერთო ჯამში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე აისახება. ჩვენ ვიქნებით აქტიურ სამუშაო რეჟიმში, რათა ყველა ის დაპირება, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდში გავეცით, ერთად განვახორციელოთ, მოვაგვაროთ მოსახლეობის პრობლემები, მარნეული გავხადოთ მეტად მიმზიდველი და წარმატებული მუნიციპალიტეტი ვიდრე დღეს არის. ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ და მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის, “–განაცხდა შეხვედრაზე თემურ აბაზოვმა. თანამშრომლებთან შეხვედრის შემდგომ თემურ აბაზოვმა, მერიის შენობა დაათვალიერა და მოქალაქეებიც მიიღო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 144
 
 
 
სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2017 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930