ლექსების კრებული „უხმო მუსიკა" -ს პრეზენტაციამ, რომელიც მიმდინარე წლის, 11 ნოემბერს, მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა, პოეზიის მოყვარული სხვადასხვა თაობის ადამიანები შეკრიბა.
ახალგაზრდა და ნიჭიერი ავტორის კოკი ხარშილაძის მისალოცად ახლო მეგობრები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოვიდნენ.
თეატრალიზებული ელემენტებით გაჯერებულ ღონისძიებაში მონაწილეობას კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები იღებდნენ, რომლებიც მონაცველობით კითხულობდნენ კრებულში დაბეჭდილ ლექსებს.
პრეზენტაციაზე გაფორმება დახვეწილად იყო შერჩეული და თემატიკას შეესაბამებოდა - ენთო სანთლები და კედლები დატვირთული იყო საღამოს შესაბამისი დეკორაციებით. მთელი ატმოსფერო გაჟღენთილი იყო ახალგაზრდა პოეტის პოეზიით.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს წევრი ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, პოეტის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კოკი ხარშილაძის ლექსების კრებული, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გამოიცა. ხოლო, წიგნის პრეზენტაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით და ორგანიზებით შედგა.
სიახლეები
მარნეულში კოკი ხარშილაძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
13 ნოემ 2017
მნახველთა რაოდენობა: 6346
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
323
აპრ 22 ოთხ 2020
15517
აპრ 22 შბ 2017
28706
იან 09 ორშ 2017
28301
აგვ 30 სამ 2016
30323
აგვ 27 შბ 2016
29614
სექ 02 პარ 2016
27997
აგვ 26 პარ 2016
27504
აგვ 30 სამ 2016
25674