მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა
10 ნოემ 2017
 

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა შალვა ბოსიკაშვილმა, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში 3 ჰა მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის, ახალი ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად 14 720 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. შალვა ბოსიკაშვილს 3 ჰა მიწის ფართობზე მაყვლის ბაღი აქვს გაშენებული. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო პროექტის მენეჯერმა თორნიკე კაპანაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ზაურ ტაბატაძესთან  ერთად ადგილზე ფერმერის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა დაათვალიერა.
„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60% -ს.
„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსება გაიცემა ორი კომპონენტის მიმართულებით:
• პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, საქართველოში რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.
• გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6219
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1921
სექ 19 სამ 2023
2164
ივლ 05 ოთხ 2023
2296
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930