დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მარნეულში გაიხსნა ღვინის კვირეული სახელწოდებით - „მარნეული- ვაზის აკვანი“, სადაც მოსულ სტუმრებს ქართული ღვინის მწარმოებელი მსხვილი და საშუალო კომპანიებმა, მცირე და ოჯახური მარნებმა წარმოუდგინეს საკუთარი პროდუქცია. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ღვინის, თაფლის, ყველის და სხვა სასოფლო -სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ქართული ღვინის კვირეული მარნეულში დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით: ღია ცის ქვეშ, ჩატარდა ლექცია – პრეზენტაცია, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი წიპწებისა და საღვინე ჭურჭლის შესახებ, რომელსაც ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი მინდია ჯალაბაძე უძღვებოდა. სხვადასხვა პერფორმანსთან ერთად ტრადიციულად, საზეიმოდ გაიხსნა ქვევრი, დაიწურა ყურძენი საწნახელში, მოდუღდა თათარა და ამოივლო ჩურჩხელები, ანსამბლ „ჰუჯაბის“ მიერ შეასრულებული ფერხულის სიმღერის „საწნახლური“-ს თანხლებით. ასევე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა და გაიმართა ქართული ჭიდაობის ტურნირი. ღვინის კვირეულის გახსნის ცერემონიალს, ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის კვირეული, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება და მოიცავს ქართული ღვინის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ არა ერთ საინტერესო ღონისძიებას. ღონისძიება მარნეულის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაინაცვლებს.
სიახლეები
მარნეულში ქართული ღვინის კვირეული გაიხსნა
29 სექ 2017
მნახველთა რაოდენობა: 6999
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
414
აპრ 22 ოთხ 2020
15587
აპრ 22 შბ 2017
28807
იან 09 ორშ 2017
28367
აგვ 30 სამ 2016
30375
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28075
აგვ 26 პარ 2016
27580
აგვ 30 სამ 2016
25722