დღეს, ქალაქ რუსთავში გამართულ „რუსთავქალაქობა 2017“–ის დღესასწაულის ფარგლებში, კულტურისა და დასვენების პარკში, ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილ პავილიონებში, მარნეული მრავალფეროვნად წარსდგა. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოები და სოფელ შულავერში მდებარე “Studio Hobby Hause”-ის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. ქალაქ რუსთავში გამართულ „რუსთავქალაქობის“ დღესასწაულს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, გამგებლის მოადგილე თემურ ბერიძე და თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტების პავილიონები ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა და იქ შეკრებილ მოქალაქეებს რუსთავქალაქობის დღესასწაული მიულოცა.
სიახლეები
მარნეულმა „რუსთავქალაქობა 2017“-ში მიიღო მონაწილეობა
16 სექ 2017
მნახველთა რაოდენობა: 6088
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
411
აპრ 22 ოთხ 2020
15585
აპრ 22 შბ 2017
28802
იან 09 ორშ 2017
28364
აგვ 30 სამ 2016
30373
აგვ 27 შბ 2016
29666
სექ 02 პარ 2016
28074
აგვ 26 პარ 2016
27578
აგვ 30 სამ 2016
25721