მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში 8 აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს
08 აგვ 2017
 

დღეს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი ჯარისკაცების მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. გმირთა მემორიალთან, გარდაცვლილი მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა აკაკი ლიპარტელიანმა აღავლინა. ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის პატივსაცემად, კულტურის სახლის ორგანიზებით, მცირე ღონისძიებაც გაიმართა, რომლშიც მონაწილეობდნენ ომში დაღუპული გმირის ზაზა ბოჭოიძის ვაჟები – გიორგი და საბა ბოჭოიძეები. მათ, მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსებიც წაიკითხეს. რუსეთ– საქართველოს ომში მარნეულის მუნიციპალიტეტიდან არაერთი ჯარისკაცი და მოხალისე იბრძოდნენ, რომელთაგან გმირულად გარდაიცვალნენ: გია რომელაშვილი; თეიმურაზ ჭიტაძე; ზაზა ბოჭოიძე და გიორგი ტატუაშვილი, ხოლო ერთი ჯარისკაცი მამუკა შუბითიძე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.
აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით, 500– 500 ლარის ოდენობით თანხა გადასცა. თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ფულადი დახმარება აფხაზეთთსა და სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებსაც გადაეცემათ.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 7056
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1931
სექ 19 სამ 2023
2189
ივლ 05 ოთხ 2023
2317
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930