მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გუბერნატორმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად პროექტები მოინახულა
18 ივლ 2017
 

18 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილემ ალექსანდრე მეტრეველმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს და 2018 წელს დაგეგმილი პროექტები ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად განიხილეს.

მხარის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სოფელ იმირში, დამიაში, დამია-გეურარხში, სადახლოსა და არაფლოში იმყოფებოდნენ, სადაც პროექტების მონახულების პარალელურად მოსახლეობას შეხვდნენ, მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტები ხორციელდება, როგორიცაა სასმელი და სარწყავი წყლის მოწესრიგება, გარე განათებებისა და გზების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრების მოწყობა, საბავშო ბაღების მშენებლობა და სხვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5503
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1917
სექ 19 სამ 2023
2155
ივლ 05 ოთხ 2023
2291
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930