მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პარლამენტის კომიტეტის სხდომა მარნეულში
09 ივნ 2017
 

მარნეულში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართა დღეს, 9 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომა, კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა, რომელმაც კომიტეტის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილეს კანონპროექტი "საავტომობილო გზების" შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ასევე საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ“ და სხვა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. კომიტეტს ესწრებოდნენ, ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატები, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, პირველ მოადგილესთან ერთად, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და სხვა დაინტერესებული პირები. სხდომაზე ასევე, განიხილეს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული და დაგეგმილი ქვემო ქართლის რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონში არსებული პრობლემები და იმსჯელეს მოგვარების გზებზე. სხდომის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრები და სხდომაზე დამსწრეები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო დაესვა კანონში ცვლიებების შეტანის შესახებ მათთვის საინტერესო შეკითხვა, მიეღოთ ამომწურავი პასუხები და გაეგოთ სიახლეები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა, შეკრებილ აუდიტორიას წარუდგინა პრეზენტაცია 2017 წელს ქვემო ქართლში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. სტუმრების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, რომელმაც ისაუბრა მუნიციპალიტეტში 2013–2016 წლებში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტზე, მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებზე, დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გაგრძელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5770
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1724
სექ 19 სამ 2023
1970
ივლ 05 ოთხ 2023
2140
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031