მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კონკურს–ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“ დასრულდა
14 ივნ 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სცენაზე, ქართული ტრადიციული სიმღერის კონკურს-ფესტივალი “სხვა საქართველო სად არის“ გალა კონცერტით დაიხურა. ღონისძიებას ესწრებოდა, მხარის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, მოადგილესთან, ზაურ დარგალთან ერთად, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი მოადგილესთან აკიფ ალიევთან და თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად. ასევე კონკურსის ჟიურის წევრები, კულტურის სფეროს გამოჩენილი წარმომადგენელები, – კომპოზიტორები რუსუდან სებისკვერაძე და ნუნუ გაბუნია, მომღერალი ირმა სოხაძე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფორსის მოადგილე ლევან ჟვანია და სხვა მიწვეული სტუმრები. ფესტივალის ფარგლებში ცნობილი მომღერლების მიერ, მასტერკლასები მოეწყო ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში კონკურსში მონაწილეთათვის. კონკურსმა გამოავლინა უამრავი ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებელი. უმაღლესი ჯილდოს, გრანპრის მფლობელი გახდა თორნიკე ბიწაძე- რუსთავიდან. ასევე, გამოვლინდა ჟიურის სიმპათია, თორნიკე ბეგაშვილი. კონკურსი მიმდინარობდა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და ასაკის მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ესენი არიან: პირველი ასაკობრივი კატეგორია (6–9 წელი) – I ადგილი დაიკავა მარნეულელმა იუნონ სონმა; II ადგილი - ლაშა მიქაბერიძემ (რუსთავი); III ადგილზე კი გავიდნენ ნაზილ მამიშოვა (მარნეული) და ანი გოქაძე (ბოლნისი); მეორე ასაკობრივი კატეგორია (10–13 წელი) – I ადგილი დაიკავა თინათინ სამხარაძემ (რუსთავი) ; II ადგილი – თათა თოფურიამ; III ადგილზე კი გავიდნენ ნინი ქავთარაძე (ნორიო) და საბა აფციაური (თეთრიწყარო.); მესამე ასაკობრივი კატეგორია (14–17 წელი) – I ადგილი დაიკავა მარია გასანოვამ (მარნეული); II ადგილი –ულქარ გურბანოვამ; III ადგილი კი წილად ხვდა თამთა აბულაძეს; კონკურსზე გამოვლინდა ანსმაბლების(გუნდების) ნომინაციები, რომელშიც: I ადგილი დაიკავა ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა წალკიდან „მტრედები“; II ადგილი– თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის გუნდმა და გარდაბნის რაიონის სოფელ ნორიოს სამუსიკო სკოლის გუნდმა; III ადგილი კი წილად ხვდა ქალაქ რუსთავის მე–4 სამუსიკო სკოლის გოგონათა ტრიოს და მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა–ლიცეუმის მოსწავლეთა გუნდს; კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს სახელობითი დიპლომებიც გადაეცათ:  რევაზ ლაღიძის დიპლომი გადაეცა ვაჟთა ვოკალურ ანსამბლს „მტრედები“;  გიორგი ცაბაძის დიპლომი– ლერი ბერაძეს;  სულხან ცინცაძის დიპლომი ლაშა მიქაბერიძეს;  არჩილ კერესელიძეს დიპლომი– სესილი ჭალიძეს;  მერი დავითაშვილის დიპლომი –მარიამ დალაქიშვილს;  ინოლა გურგულიას დიპლომი კი თეკლა ბოჭოიძეს; ასევე, დიპლომი გადაეცა თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლის გუნდის ხელმძღვანელს, იური თავართქილაძეს ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის. აღსანიშნავია, რომ კონკურს - ფესტივალი მეორე წელია ტრადიციულად მარნეულში იმართება, რომლის მიზანია ქართული ტრადიციული სასიმღერო კულტურის შესწავლა - პოპულარიზაცია როგორც ქართველ, ისე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოზარდებში. პროექტი, ხორციელდება კავშირი „დემოსის“ და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ინიციატივით, ქვემო ქართლის გუბერნიისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6331
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1933
სექ 19 სამ 2023
2191
ივლ 05 ოთხ 2023
2317
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930