მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შვეიცარიის მთავრობის ვიზიტი მარნეულში
29 ივნ 2017
 

დღეს, 29 ივნისს  მარნეულის მუნიციპალიტეტს   შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია  ელისაბეთ ფონ კაპელერის, აღმოსავლეთ ევროპასთან და ევრაზიასთან თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, ხელმძღვანელობით ეწვია. დელეგაციაში იმყოფებოდნენ: ლუკას ბეგლინგერი, შვეიცაირიის ელჩი საქართველოში; ოლივიე ბურკი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი;  ბარბარა ბიონი, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის დეპ. ხელმძღვანელი; სიმონე ჰაბერლი, რეგიონული ხელმძღვანელის მოადგილე,  და საქართველოში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები.  ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები და არასამთავრობო  ორგანიზაცია „მწვანე კავკასიას“ თავმჯდომარე.
ვიზიტის ფარგლებში  გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც დელეგაციის წევრებმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ თოფჩიშვილთან ერთად ისაუბრეს  შემდეგ საკითხებზე: ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, საკანონმდებლო და პოლიტიკური განვითარების შეფასება, არსებული  მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების განხილვა   და პრაქტიკული მაგალითების მოყვანა თუ როგორ მუშაობს  მოქალაქეთა ჩართულობის დანერგილი მექანიზმები, ეთნიკური უმცირესობებისა და შემდგომი ინტეგრაციის საკითხებზე ორიენტირებული საჯარო მოხელეების შესაძლებლობების ზრდა და საჯარო მოხელთა სწავლების სისტემა, სტრატეგიული გეგმა რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე– რა არის მიღწევები და გამოწვევები.
მუნიციპალიტეტის გამგბელმა დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტში არსებულ მგომარეობებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე, განხორიცელბულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის მეორე ნაწილი ინფრასტურუქტურული პროექტების მონახულებას  ითვალისწინებდა, შვეიცარიის მთავრობის  დელეგაციამ, მუნიციაპლიტეტის გამგებლთან თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან ერთად ალგეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა მოინახულეს.  
დელეგაციის ვიზიტის მიზანს  შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ განხორციელებეული პროექტების მონახულება და  ამ პროექტების განმახორციელებელ პარტნიორ ორგანიზაციებთან შეხვედრა წარმოადგენდა.  კერძოდ, დელეგაცია ეწვია: მერსი კორის მიერ განხორციელებულ პროგრამას „ალიანსების კავკასიის პროგრამა“, გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებულ პროექტს „რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის განვითარების ხელშეწყობა“, და დანიისა და შვეიცარიის მთავრობების ერთობლივ პროგრამას „სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა“.
ასევე, 30 ივნისს შეხვედრები დაგეგმილია სოფლის მეურნეობისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრებთან; ასევე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.

დელეგაცია საქართველომდე იმყოფებოდა სომხეთში, სადაც ასევე მოინახულა შვეიცარიის საელჩო სომხეთში და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მიერ სომხეთში განხორციელებული პროექტები.



 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4805
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1918
სექ 19 სამ 2023
2155
ივლ 05 ოთხ 2023
2291
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930