მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ტრენინგი შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის პრევენციის შესახებ
23 ივნ 2017
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, „შიდსის დაავადებათა დახმარების ფონდისა“  და „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, შიდსის, ტუბერკულოზის, სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში  გაიმართება ტრენინგი თემაზე: „სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექცია/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის პრევენცია“.
ღონისძიებას, მუნიციპალიტეტში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მედპერსონალი, გამგეობის სოციალური სამსახურისა და ა(ა)იპ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“–ს  თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროგრამა ითვალისწინებს ჯანდაცვის მუშაკების სწავლებას, ინფორმირებას, სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექციის დისკირიმინაციის შემცირების მიზნით, მაღალი რისკის ჯგუფებთან.
დღევანდელი ღონისძიება აივ/შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურება. შემდგომი ღონისძიება 27 ივნისს  ბოლნისისი მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
პროგრამა დაფინანსებულია „აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის“ მიერ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4763
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1947
სექ 19 სამ 2023
2212
ივლ 05 ოთხ 2023
2338
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930