დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებზე: (იმირის გადაჭრილი გორასა და შულავრის გორაზე), საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ერთთვიანი სამუშაოები დაასრულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, იმირის არქეოლოგიურ ძეგლზე, გასვლითი შეხედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატოის მოადგილე ალექსანდრე მეტრეველი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, საკრებულოს თავჯდომარე ნაბი აბდულაევი და თვითმმართველობის სხვა ხელმძრვანელი პირები, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით მაღრაძე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს მხრიდან ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი მინდია ჯალაბაძე, ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორები : ენდრიუ გრეჰემი და სტეფანე ბატიუკი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
მხარეებმა შეაჯამეს წლევანდელი ჩატარებული სამუშაოები, ისაუბრეს ძეგლის მნიშვნელობაზე, განიხილეს მუზეუმის კონცეფციის საკითხები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
შეგახსნებთ, რომ 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ერთობლივი საერთაშორისო პროექტი „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა’’, რომელიც ხელს შეუწყობს მსოფლიოში ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის განვითარებას და პოპულარიზაციას. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საველე-არქეოლოგიური გათხრები ნეოლითური ხანის ნასოფლარზე - გადაჭრილ გორაზე და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ვაზის ნაშთების ინტერდისციპლინარული კვლევა.
ქართველ მეცნიერებთან ერთად პროექტში მონაწილეობენ პენსილვანიის, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით ლორთქიფანიძე. პროექტის მენეჯერია ლევან დავითაშვილი, პროექტის კორდინატორია დავით მაღრაძე. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი მინდია ჯალაბაძე.
ქვემო ქართლში (სოფ. იმირი) არქეოლოგიური კვლევის შედეგად აღმოჩენილია ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, უძველესი ყურძნის წიპწები. კომპლექსური კვლევის შედეგად დგინდება, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. კერამიკული ჭურჭლის ანაფხეკებში აღმოჩენილია კულტურული ვაზის მტვრის მარცვლები, რაც ამ ჭურჭელში ღვინის არსებობას ადასტურებს.
სამუშაოების შედეგად გამოვლენილია საცხოვრებელი ნაგებობები, სხვადასხვა შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა. აღმოჩენილი მასალის დამუშავება და პალეო-ბოტანიკური კვლევა კიდევ უფრო ნათელ სურათს შექმნის საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის შესახებ.
აღმოსავლეთ საქართველოს ნეოლითური ხანის ძეგლების არქეოლოგიური კვლევით დგინდება, რომ ამ პერიოდში საზოგადოება გადადის ცხოვრების ახალ ეტაპზე. იწყება მიწათმოქმედების აღმავლობა და ცხოველების მოშინაურების პროცესი.
2017 წელს ერთობლივ არქეოლოგიურ სამუშაოებში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის სპეციალისტები.
პროგრამის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მისი შემსწავლელი მეცნიერების - საქართველოს ისტორიისა და ისტორიული დისციპლინების - არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, პალეობოტანიკის პოპულარიზაცია.
სიახლეები
იმირის არექოლოგიურ ძეგლზე საგაზაფხულო ერთთვიანი სამუშაოები დასრულდა
06 ივნ 2017
მნახველთა რაოდენობა: 8251
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
407
აპრ 22 ოთხ 2020
15579
აპრ 22 შბ 2017
28793
იან 09 ორშ 2017
28361
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29665
სექ 02 პარ 2016
28072
აგვ 26 პარ 2016
27574
აგვ 30 სამ 2016
25719