30 წლიანი პაუზის შემდეგ, სოფლებში, ხიხანსა და შაუმიანში სარწყავი სისტემა ამოქმედდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაუმიანისა და ხიხანის მოსახლეობა 30 წლიანი პაუზის შემდეგ, სარწყავი წყლით წელს პირველად ისარგებლებს.
სოფელ ხიხანსა და შაუმიანში საირიგაციო ქსელი 3 ათეული წელია არ ფუნქციონირებს. საქართველოს მელიორაციის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, 1000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.
სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა სატუმბი სადგურების მშენებლობა, მილსადენების, წყალგამანაწიებელი კვანძების, წყალშემკრებებისა და სხვა სამელიორაციო ნაგებობების მოწყობა. პროექტის ღირებულებამ 3,8 მილიონი ლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ ზაურ დარგალთან, მარნეულის მერ კენან ომაროვთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ თენგიზ ნასარიძესთან და რეგიონის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მარნეულში იმყოფებოდა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ხიხანის მოსახლეობას შეხვდნენ და რეაბილიტირებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერეს.
სიახლეები
სარწყავი სისტემის მოწყობა სოფელ ხიხანსა და შაუმიანში
18 ივნ 2022
მნახველთა რაოდენობა: 3055
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
420
აპრ 22 ოთხ 2020
15590
აპრ 22 შბ 2017
28815
იან 09 ორშ 2017
28373
აგვ 30 სამ 2016
30379
აგვ 27 შბ 2016
29667
სექ 02 პარ 2016
28081
აგვ 26 პარ 2016
27585
აგვ 30 სამ 2016
25724