მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრა სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან
16 მარ 2022
 

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროექტის პროგრამა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გააცნეს.

შეხვედრაზე მოსულ დასაქმების მსურველებს, დასაქმების ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და მარნეულის მერიის წარმომადგენლებმა ადგილზე ჩაუტარეს კონსულტაცია.

აღსანიშნავია, რომ მარნეულში გამოცხადებულია 62 ვაკანტური პოზიცია, მერიის შ.პ.ს. სოფწყალსა და ა(ა)იპ სუფთა მარნეულში. ადგილზე მოსულ მოქალაქეებს დახვდნენ არსებული სამსახურის წარმომადგენლები და გაესაუბრნენ სამუშაოების სპეციფიკაზე.

მოგახსენებთ, რომ დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და  300 ლარს შეადგენს.

საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ ფანგანი, მერიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2842
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1907
სექ 19 სამ 2023
2144
ივლ 05 ოთხ 2023
2281
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930