მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში აშუღი ქამანდარის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
09 ივლ 2021
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩიში 8 ივლისს, აშუღი ქამანდარის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
მოგახსენებთ, რომ ცნობილი აშუღის სახელის უკვდავსაყოფად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წელს სოფელ კაპანახჩიში, ხან ქამანდარის საცხოვრებელ სახლში, გაიხსნა სახლ-მუზეუმი და დაიდგა აშუღის ბიუსტი. 2021 წელს, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TiKA) მხარდაჭერით მუზეუმში ჩატარდა სარესტავრაციო და აღდგენითი სამუშაოები.

XX საუკუნის მეორე ნახევარში, აშუღ ქამანდარს, დიდი ღვაწლი მიუძღვის აშუღური ხელოვნების პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში. მისი ოსტატური შემოქმედება ფართოდ იყო გავრცელებული არა მხოლოდ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, არამედ თურქეთში, ირანში, ერაყსა და შუა აზიის ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ ხელოვანი დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით. ასევე, აშუღ ქამანდარს მიენიჭა აზერბაიჯანის კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება.

ღონისძიებას, საქართველოს სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, საქართველოს პარლამენტის, თურქეთისა და აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრბი ესწრებოდნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 913
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031