მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - PRAISE Marneuli პროექტის გახსნის ღონისძიება
22 ივნ 2021
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - PRAISE Marneuli პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

აღსანისნავია, რომ 2021 წლის იანვრიდან არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-მა, HEKS-EPER-ის მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა -  PRAISE Marneuli. პროექტის მიზანს მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს.

პროექტის გახსნის ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ფერმერები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1163
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2021 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031