დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „შალომ კლუბ ქვემო ქართლი“-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ისრაელის საელჩოს და ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს MASHAV -ის მხარდაჭერით განხორციელდა.
„შალომ კლუბი“-ის (Shalom Club) ქსელი არის MASHAV-ის პროგრამის კურსდამთავრებულთა გაერთიანება, რომლის მიზანია ისრაელის თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელება-დანერგვა და ცოდნის გაზიარება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის მოადგილე - კახა კობერიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მერის მოადგილეები კენან ომაროვი და როინ დეკანოიძე, „შალომ კლუბი ქვემო ქართლი“-ის ხელმძღვანელი ირმა დავაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები.
მარნეულში სპეციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა საქართველოში ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი, რან გიდორი და საელჩოს წარმომადგენლები.
მოგახსენებთ, რომ ახლად დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტით გათვალისწინებული აქტივობა განახორციელა, რომლის ფარგლებშიც მარნეულის მუნიციპალიტეტის 40 სკოლას საჩუქრად პლანშეტები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ, ჯანდარის საჯარო სკოლის ახლადაშენებული და კოლეჯი „მოდუსი“-ის მარნეულის ფილიალის ახალადშენებული შენობები მოინახულა. ასევე, ისრაელის ელჩი იმყოფებოდა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში და იმირის გადაჭრილ გორაზე.
სიახლეები
„შალომ კლუბი ქვემო ქართლი“-ის პრეზენტაცია მარნეულში
10 ივნ 2021
მნახველთა რაოდენობა: 4073
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
303
აპრ 22 ოთხ 2020
15500
აპრ 22 შბ 2017
28687
იან 09 ორშ 2017
28283
აგვ 30 სამ 2016
30305
აგვ 27 შბ 2016
29595
სექ 02 პარ 2016
27980
აგვ 26 პარ 2016
27485
აგვ 30 სამ 2016
25660