საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება, მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზაზე, რომელიც მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზაა. აღნიშნული გზა დაახლოებით 15 კმ სიგრძისაა და უმოკლესი მანძილით აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი (ფონიჭალა)-მარნეული-გუგუთისა და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზებს.
რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთი ასევე, უმოკლესი კავშირია ქალაქ რუსთავსა და ქალაქ მარნეულს შორის. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12.6 მილიონი ლარით ფინანსდება. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.
ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 8 კმ-იან (კმ7-კმ14) მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი სოფელ ხაიშის ტერიტორიაზე იწყება და გზა ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის. სამუშაოები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 3 998 377 ლარია.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს.
სიახლეები
მარნეულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
02 ივნ 2021
მნახველთა რაოდენობა: 3975
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
335
აპრ 22 ოთხ 2020
15536
აპრ 22 შბ 2017
28723
იან 09 ორშ 2017
28313
აგვ 30 სამ 2016
30335
აგვ 27 შბ 2016
29627
სექ 02 პარ 2016
28012
აგვ 26 პარ 2016
27521
აგვ 30 სამ 2016
25688