ქალაქ მარნეულში ე. წ. ელევატორის დასახლებაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტით 2 189 გრძივი მეტრის მოცულობის გზის მშენებლობა იგეგმება.
გზის კეთილმოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო თანხა 995 156 ლარს შეადგენს.
აღნიშნულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ ახალი გზის მშენებლობა, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის განკუთვნილ ახალ დასახლებაში მიმდინარებს, სადაც გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, სოფლის ტიპის დასახლება გაშენდა. 31 სახლი იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ, რომლებიც მრავალი წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ.
სიახლეები
ქალაქ მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
04 დეკ 2020
მნახველთა რაოდენობა: 3897
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
420
აპრ 22 ოთხ 2020
15591
აპრ 22 შბ 2017
28815
იან 09 ორშ 2017
28373
აგვ 30 სამ 2016
30379
აგვ 27 შბ 2016
29668
სექ 02 პარ 2016
28082
აგვ 26 პარ 2016
27586
აგვ 30 სამ 2016
25724