მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

მარნეულში მთავრობის შეღავათების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება მიმდინარეობს
03 აპრ 2020
 

კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათების შესახებ მოქალაქეების ინფორმირების  პროცესი, მარნეულის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მთავრობის გადაწყვეტილებით,  თითოეულ  მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქალაქსა და სოფლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სპეციალისტები ავრცელებენ.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მოწყვლად ჯგუფებზე, სოციალური დახმარების გაცემის პროცესი და კორონავირუსსთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია;

აღსანიშნავია, რომ სოციალურ აქტივობაში, თვითმმართველობასთან ერთად ჩართულნი არიან ადგილობრივი მეწარმეები და კერძო პირები.

კამპანია „დარჩი სახლში“-ის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველთა და ხანდაზმულთა 3000- მდე ოჯახი სასურსათო პროდუქტებით მომარაგდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1041
 
 
 
სიახლეები
 
 
სიახლეები
2020 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031