მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები

 

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხმის მიცემის პროცედურები დაიწყო
31 აგვ 2016
 

დღეს, 31 აგვისტოს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მეორე ზონისათვის, რომელშიც შედის ყულარის, თამარისისა და წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულები, მოქალაქეთა მხრიდან შემოსული პროექტების ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდა.

შეხვედრაზე, მოქალაქეებმა „წარმომადგენლობითი საბჭოს“ წევრებთან ერთად, რომელიც დაკომპლექტებულია აქტიური მოქალაქეებისაგან, განსაზღვრეს   მათთვის პრიორიტეტული პროექტები და კონსესუსის მიღწევის გზით აირჩიეს ის პროექტები, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
მოქალაქეთა გადაწყვეტილებით მეორე ზონიდან დაფინანსდა 10 პროექტი, მიუხედავად იმისა , რომ ზონისათვის გამოყოფილი თანხა აჭარბებს 10 168 ლარით, პროექტის ავტორებმა  „წარმომადგენლობით საბჭოს“ წევრებთან  ერთად ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება საჭიროების შემთხვევაში მათი პროექტები განხორციელდეს გარკვეული ცვლილებებით და ამ გზით გადანაწილდეს გადამატებული თანხა.
იხილეთ, მოქალაქეთა მიერ არჩეული პროექტები (PDF)
მეორე  ზონაში, სულ  შემოვიდა 26 საპროექტო განაცხადი, აქედან 20 შედიოდა მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში. 2 პროექტი – გარკვეული პროცედურების შემდეგ განხორციელდება. 3 არ განეკუთვნებოდა მუნიცპალიტეტის კომპეტენციას. 1 პროექტი კი გათვალისწინებული იქნება ადგილობრივ ბიუჯეტში. 
იხ. მეორე ზონის სრული სია (PDF)
ცნობისთვის, წელს პროექტის ფარგლებში შემოვიდა 137 საპროექტო განაცხადი. პროექტების მიღება მიმდინარეობდა 2016 წლის 01 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტი დაიყო 6 ზონად. თითოეულ ზონაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 250 000 ლარი, რომელიც მოხმარდება მოქალაქეთა საპროექტო  განაცხადების განხორციელებას.

სამოქალაქო ბიუჯეტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს.წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 1 500 000 ლარი. 
ხმის მიცემის პროცედურები ეტაპობრივად გაგრძელდება, რომელიც მიმდინარე წლის 02 სექტემბერს დასრულდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 13201
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2024 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930