მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები

 

პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პრაქტიკის გაზიარების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს
11 ივლ 2016
 

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მცირე საკონფერენციო დარბაზში, პროექტ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, პოლონელმა ექსპერტებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმადგენლებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის, გორის, ლაგოდეხის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურისა და ამ მუნიციპალიტეტებში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის წარამომადგენლები.

შეხვედრის მიზანს პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს ევროპული და ქართული მოდელის პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მოწვეული სტუმრებისთვის მოეწყო პრეზენტაციის ჩვენება თემაზე – თუ რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი, რატომ არის მისი განხორცილება საჭირო.შეხვედრის მონაწილეებმა ასევე შეასრულეს პარაქტიკული დავალებები, იმსჯელეს დანერგილი პრაქტიკის დადებით და უარყოფით მხარეებზე და წარმოადგინეს მცირე პრეზენტაციები, აღნიშნული პროექტის დანერგვის შემთხვევაში თუ როგორ განახორციელებენ თავიანთ მუნიციპალიტეტებში.
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო, ტრენინიგის მონაწილეებს შეეძლოთ დაესვათ პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი“ ირგვლივ არსებული შეკითხვები და მიიეღოთ ამომწურავი პასუხები.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ბიუჯეტი არის პროცესი, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. იგი ხელს უწყობს მოქალაქეების ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესსა და გადაწყვეტილების მიღებაში. 
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მარნეულის მუნიციპალიტეტი არის პირველი, რომელმაც 2015 წელს განახორციელა და დანერგა პირველი „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს საპილოტე პროგრამა, რომელიც გაგრძელდება მომავალშიც.
2016 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო პროექტის გავრცელება საქართველოს სხვადასხვა მხარეებში. მარნეული იქცა სასწავლო ბაზად, რომლის მაგალითზეც სამოქალაქო ბიუჯეტი განხორციელდება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მათი სურვილის შემთხვევაში.
პროექტის გამყარებისა და მუნიციპალიტეტში მრავლჯერადად დანერგვის მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტში შეიქმნა „სამოქალაქო ბიუჯეტის განმხილველი საბჭო“ და შემუშავდა წესები.
სამოქალაქო ბიუჯეტი ეს არის გზა მოქალაქეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი მუშაობის და ეს არის თანამშრომლობა თუ როგორ უდა განაწილდეს ხარჯები
პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთარი ბიუჯეტიდან გამოჰყოფს 1 500 000 ლარს, რომელიც მოხმარდება შემოსული პროექტების რეალიზებას.
პროექტი ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ,,დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. პარტნიორები არიან: 
პოლონური ფონდი ,,სხვა სივრცე“(Other Space Fundation”);
ა(ა)იპ ,,ერთიანი კავკასია“ ;
საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი;
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტრენინგები 7 და 8 ივლისს უკვე ჩატარდა ქალაქ ქუთაისის მერიაში ონის, საჩხერის, წყალტუბოს, ხარაგაულის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურისა და აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგელებისათვის.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 9646
 
 
 
სამოქალაქო ბიუჯეტი 2017 - სიახლეები
 
     
    სიახლეები
    2021 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031