მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
საკრებულოს სხდომა

 

მარნეულის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მეექვსე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა
20 ნოემ 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მეექვსე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომლის 20 ნოემბერს მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილება #248 განკარგულების საფუძველზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.
სხდომას მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი ესწრებოდა რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს მიულოცა ღირსეული გამარჯვება და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმინობაში და აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობით მარნეულში მრვალი პროექტი და სასიკეთო საქმე გაკეთდება თიოეული ოჯახის საკეთილდღეოდ.
მარნეულის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ – კობა ასანიძემ გახსნა. მან სიტყვით მიმართა საკრებულოს წევრებს, არჩევნები შეაჯამა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს აშრაბ ტუკანოვს გადასცა.
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად, განიხილეს სხვადასხვა საკითხი. სხდომაზე აირჩიეს პირველი სხდომის სამანდატო დროებითი კომისია და ხმის დამთვლელი დროებითი კომისია, ცნეს საკრებულოსა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილება.
დღესვე სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ამირან გიორგაძის კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ამირან გიორგაძე დამტკიცდა.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ მოადგილის თანამდებობებზე მამუკა ნავერიანის კანდიდატურა დაასახელა.საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატი ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ასევე, დამტკიცდა საკრებულოს დებულება (რეგლამენტი), საკრებულოს აპარატის, მერიისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებები და ასევე, განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობრივი სარგო და დამტკიცდა მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხა.
2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 35 დეპუტატით დაკომლექტდა. პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიულ საქართველო“ 31 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, აქედან 20 მაჟორიტარული სისტემით, ხოლო პროპროციული სიით 11 დეპუტატი, „ბაქრაძე უგულავა–ევროპული საქართველო“– 3 დეპუტატით, ხოლო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში– 1 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 11411
 
 
 
საკრებულოს სხდომა
 
     
    სიახლეები
    2024 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031