მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

იაპონიის საგრანტო პროგრამა მარნეულში
07 აპრ 2023
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა იმყოფებოდა.

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი,  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ვიზიტის მიზანს, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით შეძენილი ნარჩენების შემკრები ტექნიკის მერიისთვის გადაცემა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ეკონომიკური განვითარების განყოფილების თანამშრომლების მიერ პროექტის ფარგლებში მოპოვებულმა საგრანტო თანხამ 82 243 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) შეადგინა.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმირში, „გადაჭრილი გორა“  დაათვალიერა. ადგილზე გაეცნო ძეგლის ისტორიას.

მარნეული ერთ-ერთია სამ მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც  იაპონიის საელჩოს ნარჩენების მართვის მიმართულებით საგრანტო კონკურსის ფარგლებში იაპონიის საელჩოსგან დაფინანსება მიიღო.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1111
 
 
 
სიახლეები
ივლ 05 ოთხ 2023
503
 
 
სიახლეები
2023 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930