ქალაქ მარნეულში 2000 გულშემატკივარზე გათვლილი UEFA II კატეგორიის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
პროექტს საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 8.1 მილიონი ლარია.
სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები, სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისთვის; დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები.
სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.
სტადიონის მშენებლობის პროცესი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს.
სიახლეები
მარნეულში ცენტრალური სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს
23 ივნ 2022
მნახველთა რაოდენობა: 3439
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
407
აპრ 22 ოთხ 2020
15579
აპრ 22 შბ 2017
28794
იან 09 ორშ 2017
28361
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29665
სექ 02 პარ 2016
28072
აგვ 26 პარ 2016
27574
აგვ 30 სამ 2016
25719