საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლებით, იწყებს „მოყვარულთა თასი“-ს 2022 წლის ჩემპიონატს.
„მოყვარულთა თასი“ არის ოფიციალური სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც იმართება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აღიარებულია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს UEFA-ს მიერ.
ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან. გუნდმა განაცხადში უნდა შეიყვანოს არანაკლებ 16 და არაუმეტეს 30 ფეხბურთელი; მათ შორის ორი მეკარე. გუნდს აუცილებლად უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, რომელიც დაუშვებელია ამავდროულად იყოს გუნდის მწვრთნელი ან ფეხბურთელი.
მსურველებმა უნდა გადმოაგზავნონ შევსებული განაცხადის ფორმა მეილზე: marneulikultura@gmail.com
საკონტაქტო პირი: განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტი - დავით ნაზღაიძე.
ტელ: 595-96-14-23; 595-96-87-77
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი.
გისურვებთ წარმატებას!