მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

24 მარ 2022
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მისასვლელ საავტომობილო გზებზე, გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

უხვი ნალექის, ქარბუქისა და ინტენსიური თოვის გამო, მუნიციპალიტეტში ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება სოფელ ახკერპის, ოფრეთის, ჩანახჩის, ხოხმელის, წერაქვის, სიონის და ყუდროს საავტომობილო გზები.

მარნეულის მერიის დაკვეთით შპს „ქცია“, სხვადასხვა სოფლებში შესაბამისი ტექნიკით ახორციელებს სამუშაოებს.

ადგილზე, მარნეულის მერის - კენან ომაროვის დავალებით იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე და მოადგილეები  თემურ შუბითიძე და ზურაბ ფანგანი.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით შეუფერხებლად შეუძლია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2961
 
 
 
სიახლეები
ოქტ 24 სამ 2023
1916
სექ 19 სამ 2023
2154
ივლ 05 ოთხ 2023
2290
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930