9 დეკემბერს, ევროსაბჭოს კონგრესს, ათეა-სა და საქართველოს 13 მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმს ხელი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა მოაწერა.
მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ თავიანთ მზაობას, გააუმჯობესონ ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხი ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებით და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანის უფლებების ინტეგრირებით. ასევე, ხელი შეუწყონ მოქალაქეებზე ორიენტირებულ, ღია, ინკლუზიურ და გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივ მმართველობას.
სიმბოლურია, რომ ხელმოწერის ცერემონიალი ათეა-სა და ევროსაბჭოს კონგრესის თანამშრომლობით გამართული მასშტაბური ღონისძიების -,,უთანასწორობის შემცირება და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელშიც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალური მდივანი - ანდრეას კიფერი, ურთიერთთანამშრომლობისა და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი - მარიტე მორასი, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, იღებდნენ მონაწილეობას.
სიახლეები
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
10 დეკ 2021
მნახველთა რაოდენობა: 2940
სიახლეები

















